ფეხბურთი

10:30 | 10.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

არავინ როგორც ის: გიორგი მამარდაშვილის რეკორდი ტოპლიგებში

გიორგი მამარდაშვილს 2023-2024 წლების სეზონიდან ტოპლიგებში 6 პენალტი აქვს მოგერიებული, რაც ტოპლიგებში (პრემიერლიგა, სერია A, ლა ლიგა, ბუნდესლიგა, ლიგა 1) ამ პერიოდში საუკეთესო შედეგია.

2023 წლიდან გიორგიზე მეტი პენალტი ხსენებულ ხუთ ჩემპიონატში არავის აუღია.

ხსენებულ პერიოდში მამარდაშვილმა კიკე გარსიას (ალავესი), ალექს ბაენას (ვილიარეალი), ანტე ბუდიმირის (ოსასუნა), იაგო ასპასის (სელტა), ვინისიუსის (რეალი) და ერლინგ ჰოლანდის (მანჩესტერ სიტი) პენალტები აიღო. მან 6-დან 5 თერთმეტმეტრიანი „ვალენსიას“ მაისურით ლა ლიგაში, ხოლო ერთი „ლივერპულის“ რიგებში პრემიერლიგაში მოიგერია.

რა თქმა უნდა, აქ მხოლოდ შიდა ჩემპიონატების შედეგები შედის, თორემ, ერთი თვის წინ მამარდაშვილმა საქართველოს ნაკრებში ესპანელი ფერან ტორესის პენალტიც მოიგერია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.074256