ფეხბურთი

21:58 | 8.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი იეგოიანის საგოლე პასი ერედივიზიონში

ნიდერლანდების ერედივიზიონის მე-12 ტურში „ექსელსიორი“ შინ კონკურენტ „ჰერაკლესთან“ დამარცხდა, თუმცა ირაკლი იეგოიანი საგოლე პასით გამოირჩა.

ქართველი ნახევარმცველის გადაცემით მერვე წუთზე ანგარიში ნოა ნაუიოკსმა გახსნა. მეორე ტაიმში „ჰერაკლესმა“ ორჯერ გაიტანა და მეტოქეს აჯობა. იეგოიანს ერედივიზიონის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 10 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ორჯერ საგოლე პასი გააკეთა.

„ექსელსიორი“ 12 ტურის შემდეგ 10 ქულით მე-15 ადგილზეა, მომდენო ტურში კი 22 ნოემბერს, „აიაქსს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097891