ფეხბურთი

12:17 | 8.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისი: "ჩვენი სტადიონი 3 მილიონს გამოიმუშავებს და მთხოვენ ფეხბურთელები 70 მილიონად ვიყიდო"

„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი უკმაყოფილოა „სტადიო მარადონათი“, რომელიც ქალაქის საკუთრებაშია.

როგორც მან თქვა, ეს არის ძველი არენა, რომელიც თანამედროვე მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და კლუბს მისგან დაბალი შემოსავალი აქვს:

„პსჟ-ც თამაშობს სტადიონზე, რომელიც მათ არ ეკუთვნით, მაგრამ იმავე თანხის გადახდით, რასაც „ნაპოლი“ უხდის ხელისუფლებას, მათ აქვთ სტადიონი, რომელიც წელიწადში 100 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ჩვენ ვიხდით ფულს თამაშამდე ერთი დღით ადრე, თამაშის დღეს, ვასუფთავებთ და შემდეგ ხელისუფლებას ვუბრუნებთ.

90-იან წლებში ამ სტადიონთან დაკავშირებით უბრალოდ ფული მოიპარეს. „მილანს“ და „ინტერს“ შეუძლიათ ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში 14 მილიონი გამოიმუშაონ, მე კი, ნახევრად ნაგავ სტადიონზე მაქსიმუმ 3 მილიონის შემოსავალი მაქვს. შემდეგ ფანები მთხოვენ ფეხბურთელების ყიდვას, რომელთა შეძენა 70 მილიონი ჯდება, რათა სხვა გუნდებს არ ჩამოვრჩეთ.

მინდა, გვქონდეს სტადიონი ბევრი პარკინგით. ყველა ვინც ამბობს, რომ სტადიონზე მოსვლა საზოგადოებრივი ტრასნპორტით შეიძლება, იტყუება. ხალხს სტადიონზე მოსვლა საკუთარი მანქანით სურს“, - თქვა დე ლაურენტისმა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090757