ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.
„ბევრი საუბარი იყო ჩემს საზარდულის ტრავმაზე და იმაზე, რომ მოწყენილი ვიყავი. ეს ყველაფერი ტყუილია. უბრალოდ ვცდილობდი ვარჯიშს დავბრუნებოდი და ჩემს დონეზე მეთამაშა - ასე ვგრძნობ თავს ყველაზე კარგად“, - ციტირებს Marca იამალის სიტყვებს.
როგორც ამბობენ, იამალს საზარდულის ტრავმა ჰქონდა. აღინიშნა, რომ ეს ტრავმა შესაძლოა ქრონიკული გახდეს.
ამ სეზონში იამალმა ყველა ტურნირზე 10 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.









