24 წლის ნიდერლანდელი თავდამსხმელი ჯოშუა ზირკზე შესაძლოა "მანჩესტერი" ზამთრის სატრანსფერო პერიოდში დატოვოს და იტალიის სერია A-ში დაბრუნდეს. აღნიშნულ ინფორმაციას Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ზირკზეს დამატებით "რომა" ინტერესდება და ფეხბურთელის აგენტთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. საუბარია ექვს თვიან იჯარაზე. "მანჩესტერის" დატოვება და ახალ კლუბში გადასვლის წინააღმდეგი არც თავად ფეხბურთელია, რადგან რუბენ ამორიმმი მას დიდად არ სწყალობს და მცირე სათამაშო დრო აქვს.
შეგახსენებთ, რომ ჯოშუა ზირკზე "მანჩესტერში" "ბოლონიადან" გასული წლის ზაფხულში გადავიდა. მას მიმდინარე სეზონში 5 მატჩში აქვს მონაწილეობა მირებული.






