ფეხბურთი

18:40 | 30.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" მორიგი რეკორდი დაამყარა

მიუნხენის "ბაიერნმა" გუშინ გერმანიის თასის 1/16 ფინალში სტუმრად "კიოლნი" 4:1 გაანადგურა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. გარდა ამისა "რეკორდმაისტერებმა" ამ მოგებით მორიგი რეკორდი დაამყარეს.

საქმე იმაშია, რომ ვინსენტ კომპანის გაწვრთნილმა გუნდმა მიმდინარე სეზონში 14 მატჩი ჩაატარა და ყველა მათგანში გაიმარჯვა. ასეთი შედეგი კი ტოპ 5 ლიგაში ჯერ არავის ჰქონია. "ბაიერნმა" 8 მატჩი ბუნდესლიგაში, ორი გერმანიის თასზე, სამი ჩემპიონთა ლიგაზე, ხოლო ერთიც სუპერთასზე მოიგო. ჯამში სულ 51 გოლი აქვს გატანილი, საიდანაც 22-ი ჰარი კეინზე მოდის, ინგლისელი მიმდინარე სეზონში შესანიშნავ ფორმაშია და "ბაიერნის" შესანიშნავ ფორმაში ყოფნა მისი დიდი დამსახურებაა.

შეგახსენებთ, რომ "ბაიერნი" მომდევნო მატჩს ბუნდესლიგაში 1 ნოემბერს "ლევერკუზენის" წინააღმდეგ გამართავს, ხოლო 5 ნოემბერს ჩემპიონტა ლიგაზე "პარი სენ-ჟერმენის" წინააღმდეგ რთული გამოცდა ელის.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.133117