ლონდონის „არსენალმა“ ინგლისის ლიგის თასის მეოთხე რაუნდში შინ 2:0 დაამარცხა „ბრაიტონი“ რითაც ინგლისური ფეხბურთის ყველა დროის რეკორდი დაამყარა.
სტატისტიკის პორტალ Opta Sport-ის მონაცემებით, „არსენალი“ გახდა ინგლისის უმაღლეს დივიზიონში პირველი გუნდი, რომელმაც ერთ თვეში ექვს მატჩში ექვსჯერ მშრალად ითამაშა.
აღსანიშნავია, რომ „მეთოფეებმა“ პრემიერ ლიგაში ადრე დაამარცხეს „კრისტალ პალასი“ (1:0), „ფულემი“ (1:0) და „ვესტ ჰემი“ (2:0), ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ლონდონელები მადრიდის „ატლეტიკოზე“ (4:0) და „ოლიმპიაკოსზე“ (2:0) უფრო ძლიერები იყვნენ, ლიგის თასზე კი „ბრაიტონი“ (2:0) დაამარცხეს.









