ფეხბურთი

2:00 | 29.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" "ატალანტას" დაუზავდა

იტალიის სერია A-ს მეცხრე ტურში ბერგამოს „ატალანტა“ და „მილანი“ დაზავდნენ. მატჩს მთავარი მოვლენები პირველ ტაიმში განვითარდა.

მეოთხე წუთზე „მილანი“ დაწინაურდა, გოლი სამუელე რიჩიმ გაიტანა. ამის შემდეგ უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ და ნახევარ საათში გაათანაბრეს, მეტოქის კარი ძლიერი დარტყმით ადემოლა ლუკმენმა დალაშქრა. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.

„მილანმა“ ზედიზედ მეორე ფრე ითამაშა და 18 ქულით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი „რომას“ უმასპინძლებს. „ატალანტასთვის“ ეს ზედიზედ მეხუთე ფრე იყო და 13 ქულით მხოლოდ მეშვიდე ადგილზეა. „ატალანტას“ ამ სეზონში წაგება არ აქვს სერია A-ში, მაგრამ მხოლოდ ორჯერ მოიგო და 7-ჯერ ფრე ითამაშა.

„ატალანტა“ – „მილანი“ 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 რიჩი (4), 1:1 ლუკმენი (35)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095761