ფეხბურთი

21:58 | 25.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ს მე-8 ტურში „ნაპოლიმ“ „ინტერი“ დაამარცხა და ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლა

იტალიის სერია A-ს მე-8 ტურში „ნაპოლისა“ და „ინტერს“ შორის მატჩი დასრულდა. „ნაპოლიმ“ 3:1 გაიმარჯვა. მატჩი ნეაპოლში, „დიეგო არმანდო მარადონაზე“ გაიმართა.

33-ე წუთზე კევინ დე ბრუინმა პენალტით „ნაპოლი“ დაწინაურდა და როგორც ჩანს, დარტყმისას მძიმე ტრავმა მიიღო. 54-ე წუთზე სკოტ მაკტომინეიმ მასპინძელი გუნდის უპირატესობა გააორმაგა. 59-ე წუთზე ჰაკან ჩალჰანოღლუმ პენალტიდან „ინტერის“ ჩამორჩენა შეამცირა. 67-ე წუთზე ფრანკ-ზამბო ანგისამ პარტენოპეის რიგებში მესამე გოლი გაიტანა.

ამ თამაშის შემდეგ, სერია A-ს ცხრილში „ნაპოლი“ 18 ქულით ლიდერობს, ხოლო „ინტერი“ 15 ქულით მესამე ადგილზეა.

შემდეგ ტურში პარტენოპეი 28 ოქტომბერს სტუმრად „ლეჩეს“ დაუპირისპირდება, ხოლო „ნერაძური 29 ოქტომბერს „ფიორენტინას“ უმასპინძლებს.

იტალია. სერია A. მე-8 ტური. 25 ოქტომბერი: პარმა - კომო 0:0, უდინეზე - ლეჩე 3:2, ნაპოლი - ინტერი 3:1, კრემონეზე - ატალანტა მოგვიანებით გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.167542