ფეხბურთი

11:02 | 20.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

რუბენ ამორიმი: "ვფიქრობ, "მანჩესტერში" მუშაობის პერიოდში ეს ყველაზე დიდი გამარჯვება იყო"

ინგლისის პრემიერლიგის მე-8 ტურში "მანჩესტერ იუნაიტედმა" სტუმრად "ლივერპული" 2:1 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ "წითელი ეშმაკების" მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და შეხვედრა შეაფასა.

"ვფიქრობ, ჩემთვის "მანჩესტერში" მუშაობის განმავლობაში ეს ყველაზე დიდი გამარჯვება იყო და ეს ყოველივე ძალიან ბევრს ნიშნავს. ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ, მოედანზე ყველა ბურთისთვის ვიბრძოდით და მეტოქეს არაფერი დავუთმეთ. ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, თუმცა ხვალიდან ფიქრი მომდევნო შეხვედრაზე უნდა დავიწყოთ. იმ შემთხვევაში, თუ ყველა მატჩს ასეთი სულისკვეთებით ვითამაშებთ, როგორც დღეს, ყველა მეტოქის დამარცხება შეგვიძლია." - განაცხადა ამორიმმა.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერმა“ ზედიზედ მეორედ მოიგო, 13 ქულით მეცხრეა და შემდეგ ტურში „ბრაიტონს“ უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ „მანჩესტერმა“ ამორიმის ხელმძღვანელობით ზედიზედ ორი მატჩი პირველად მოიგო. გარდა ამისა, "ენფილდზე" "იუნაიტედმა" 2016 წლის შემდეგ პირველად გაიმარჯვა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.173941