ფეხბურთი

17:02 | 19.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსის" მორიგი სირცხვილი

იტალიის სერია A-ს მეშვიდე ტურში ტურინის „იუვენტუსი“ „კომოს“ ესტუმრა და სეზონში პირველად დამარცხდა.

თუმცა, ეს უბრალოდ პირველი მარცხი არ არის, „იუვე“ ღრმა კრიზისშია, რადგან მისთვის სეზონი კოშმარულად დაიწყო: ბოლოს 13 სექტემბერს მოიგო, „ინტერთან“ და ამ გამარჯვებას თითქოს, გუნდის მენტალობა უნდა გაეძლიერებინა, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა. მას შემდეგ „იუვე“ 6 მატჩია ვერ იგებს, ზედიზედ 5 ფრის შემდეგ ახლა დამარცხდა.

საქმე მხოლოდ შედეგებშიც არაა - „იუვენტუსის“ თამაშის ხარისხი კრიტიკას ვერ უძლებს, უყურებ და გრჩება შთაბეჭდილება, რომ სერია A-ში დარჩენისთვის მებრძოლ გუნდს უყურებ, რომელსაც არავითარი წარსული და იდენტობა არ გააჩნია.

„კომოში“ სიტუაცია პირიქითაა, შესანიშნავ ფორმაშია, ლამაზ ფეხბურთს თამაშობს და „იუვენტუსიც“ მაგრად დაჩაგრა. საოცარი იყო ნიკო პასი, რომელმაც გამარჯვებაში წვლილი ლამაზი გოლით და საგოლე პასით შეიტანა. სხვა არაერთ ეპიზოდშიც „იუვეს“ მცველებს სასაცილოდ გაუსწორდა.

შვიდი ტურის შემდეგ „იუვენტუსს“ 12 ქულა აქვს, ისევე, როგორც „კომოს“. შემდეგი მატჩი „იუვეს“ მადრიდში, „რეალთან“ ელოდება, სერია A-ში, ერთ კვირაში ასევე გასვლაზე „ლაციოსთან“ და სულაც არაა გამორიცხული, იგორ ტუდორს ეს მატჩები სამსახურის ფასად დაუჯდეს.

„კომო“ – „იუვენტუსი“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 კემპფი (4), 2:0 ნიკო პასი (79)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090411