ფეხბურთი

18:24 | 17.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

პალმერი კიდევ მინიმუმ ექვსი კვირა ვერ ითამაშებს

„ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის, ენცო მარესკას თქმით, გუნდის ნახევარმცველ კოულ პალმერს ტრავმის შემდეგ გამოსაჯანმრთელებლად მინიმუმ ექვსი კვირა დასჭირდება.

„პალმერი კიდევ ექვსი კვირა ვერ ითამაშებს. ექიმები ჯადოქრები არ არიან. ვიმედოვნებთ, ექვსი კვირა საკმარისი იქნება. რა თქმა უნდა, კოულს საერთოდ არ დასჭირდება ოპერაცია“, - ციტირებს მარესკას სიტყვებს Daily Mail.

23 წლის პალმერი ტრავმის გამო 20 სექტემბრიდან ვერ თამაშობს და ოთხი მატჩი გამოტოვა. ინგლისელმა ამ სეზონში ოთხ მატჩში ორი გოლი გაიტანა. პალმერმა ასევე მერვე ადგილი დაიკავა 2025 წლის „ოქროს ბურთის“ ნომინაციაში.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087282