ფეხბურთი

18:35 | 30.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

პედრი: "რთულია ჩავის და ინიესტას მსგავსი იყო"

„ბარსელონას“ ფეხბურთელმა პედრიმ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

როგორც მან თქვა, ლამაზი თამაში იქნება, რადგან ერთმანეთს ორი საუკეთესო გუნდი ხვდება:

„თუ საუკეთესო არა, ერთ-ერთი საუკეთესო მატჩია. პსჟ მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესია და ჩვენც საუკეთესოებში ვართ. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ. ასეთი მატჩებისგან ფეხბურთელი სიამოვნებას იღებ. ორივე გუნდს სურს ბურთის ფლობა და ვინც ნახევარდაცვაში უკეთესი იქნება, მატჩსაც ის მოიგებს.

სქოულზის ქება? როდესაც ფეხბურთის ლეგენდა გაქებს, ეს მოტივაციის წყაროა. რთულია ჩავის ან ანდრესის მსგავსი იყო, რადგან მათ წარმოუდგენელ დონეს მიაღწიეს“, - თქვა პედრიმ.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასა“ და პსჟ-ს მატჩი 1 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098598