„მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერლიგაში ისევ დამარცხდა - ექვს ტურში უკვე მესამედ. რუბენ ამორიმის გუნდი გასვლაზე „ბრენტფორდთან“ ვერაფერს გახდა.
საწყის ოც წუთში მასპინძლებმა ორჯერ გაიტანეს, იგორ ტიაგომ დუბლი შეასრულა. მალევე სტუმრებმა სხვაობა შეამცირეს ბენჟამინ შეშკოს სადებიუტო გოლით.
76-ე წუთზე „მანჩესტერს“ ანგარიშის გათანაბრების იდეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ ბრუნო ფერნანდეშმა პენალტი ვერ გაიტანა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მატიას იენსენმა მესამე გაუტანა „წითელ ეშმაკებს“ და „ბრენტფორდმა“ 3:1 მოიგო.
„მანჩესტერ იუნაიტედს“ ექვს ტურში 7 ქულა აქვს და მე-13 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი „სანდერლენდს“ უმასპინძლებს. „ბრენტფორდსაც“ 7 ქულა გააჩნია და წინ „მანჩესტერ სიტისთან“ საშინაო მატჩი აქვს.






