ფეხბურთი

21:55 | 11.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

გულიაშვილით თურქული და რუსული კლუბები ინტერესდებიან

საქართველოს ნაკრებისა და „სარაევოს“ ფორვარდი გიორგი გულიაშვილი შესაძლოა კლუბიდან წავიდეს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ქვეყანაში სატრანსფერო ფანჯარა დახურულია.

როგორც ბოსნიური გამოცემა klix-ი იტყობინება, გულიაშვილით თურქული და რუსული კლუბები ინტერესდებიან. ორივეგან სატრანსფერო ფანჯარა ღიაა. შეთავაზება 3 მილიონ ევრომდეა. კლუბი ფეხბურთელის აზრის გათვალისწინებით აფასებს სიტუაციას და რომელი ვარიანტი სჯობს. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

გიორგი გულიაშვილმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე „სარაევოს“ მაისურით 7 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094998