ფეხბურთი

1:47 | 1.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" სეზონში პირველი ქულები დაკარგა (+VIDEO)

ესპანეთის ლა ლიგის მესამე ტურში „ბარსელონამ“ „რაიო ვალეკანოს“ ვერ მოუგო და მიმდინარე სეზონში პირველად დაკარგა ქულები.

მე-40 წუთზე ლამინ იამალმა პენალტით ანგარიში გახსნა და „ბარსა“ დააწინაურა, მაგრამ ჰანსი ფლიკის გუნდმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. 67-ე წუთზე ფრან პერესმა გაათანაბრა და დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა.

„ბარსელონას“ 7 ქულა აქვს სამ ტურში და მომდევნო ტურში 14 სექტემბერს, „ვალენსიას“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091943