ფეხბურთი

14:12 | 30.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: „მილანმა“ ნკუნკუს „ჩელსიდან“ ტრანსფერის შესახებ განაცხადა

„მილანმა“ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაცხადა შემტევი ნახევარმცველის, კრისტოფერ ნკუნკუს „ჩელსიდან“ ტრანსფერის შესახებ. ფრანგ ფეხბურთელთან კონტრაქტი 2030 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი. ის იტალიურ კლუბში 18 ნომრით ითამაშებს.

ჟურნალისტ ბენ ჯეიკობსის თქმით, „როსონერიმ“ 27 წლის ფეხბურთელის ტრანსფერში 35 მილიონი ევრო გადაიხადა ფიქსირებული თანხის სახით და შესაძლოა კიდევ 5 მილიონი ევრო ბონუსების სახით დაამატოს.

ნკუნკუ „ჩელსიში“ 2023 წლის ზაფხულიდან თამაშობდა. ამ პერიოდში ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე 62 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 18 ბურთი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.169124