მილანის „ინტერმა“ ფრანგული „ლანსიდან“ 22 წლის ნახევარმცველი ენდი დიუფი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ მილანელებმა 20 მილიონი ევრო გაიღეს, რასაც 5 მილიონის ბონუსიც დაემატება, ხოლო კონტრაქტი ფეხბურთელთან 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმეს.
ენდი დიუფი „ლანსში“ 2023 წლიდან თამაშობდა და 68 მატჩში 2 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე „რენის“ და „ბაზელის“ ღირსებას იცავდა.






