ფეხბურთი

0:55 | 13.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

მარკინიოსი: "მიზანი ამ სეზონშიც გამარჯვებაა, რაც ბევრ გუნდს არ შეუძლია"

„პარი სენ-ჟერმენის“ კაპიტანმა მარკინიოსმა ევროპის სუპერთასზე ლონდონის „ტოტენჰემთან“ მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

„დიდი სიამოვნებაა ასე დაწყება. მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა და სეზონის გახსნით მატჩში ევროპა ლიგის გამარჯვებულს ვხვდებით. ეს ჩემი პირველი სუპერთასია პსჟ-ს ფეხბურთელის რანგში და იმედი მაქვს, რომ კიდევ ვითამაშებ. ჩვენ მებრძოლები ვართ და როდესაც ასეთი კონკურენტუნარიანი ხარ, უნდა განაგრძო შრომა, სულ უფრო და უფრო მეტი, რასაც ჩვენ, როგორც ჯგუფი, ვაკეთებთ. კვლავ გვინდა გამარჯვება და მეტის მოგება კიდევ უკეთესია. ცოტა გუნდს შეუძლია ამის გაკეთება და ეს ჩვენი მიზანია.

მე ერთ-ერთი კაპიტანი ვარ, ვცდილობ დავეხმარო სხვებს, რათა კვლავ გავიმარჯვოთ. მადა ჭამასთან ერთად იზრდება, მეტი ტიტულის მოგებაზე უნდა ვიფიქროთ. მინდა, რომ ჩემი სახელი პსჟ-ს ისტორიის ნაწილი იყოს. გასულ წელს რამდენიმე შესანიშნავი მომენტი გვქონდა და რამდენიმე ცუდი მომენტიც, ვიცით, რას ნიშნავს გამარჯვება და წაგება. რაც შეეხება ოქროს ბურთს, ჩვენთვის გუნდია მნიშვნელოვანი. ინდივიდუალური ჯილდოები ჩემი მიზანი არ არის, გუნდია მნიშვნელოვანი.

წარსულში პსჟ-ში შესანიშნავი კაპიტნები მყავდა. ახალწვეულები მინდა, ყველა გუნდში ინტეგრირებული იყოს და თავი სახლში იგრძნონ. ჩვენ მათ გაშლილი ხელებით ვხვდებით, ეს ჩვენი ფილოსოფიაა. ახალწვეულებისთვის ყოველთვის ადვილი არ არის, რადგან შესაძლოა, მათ ისეთი რამის სწავლა მოუწიოთ, რაც აქამდე არ გაუკეთებიათ. აქ ლიდერებს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ. მინდა, რომ ფეხბურთელებმა თავი მნიშვნელოვნად იგრძნონ. გუნდურ სულისკვეთებაზე ვსაუბრობთ, რაც ფინიშის ხაზამდე მისასვლელად აუცილებელია.

დონარუმა? ასეთი რაღაცები ყოველთვის რთულია. მე აქ უკვე 12 ან 13 წელია ვარ. სხვა ბიჭებმაც გაიარეს ის, რაც მან გაიარა. თუმცა, ეს საფეხბურთო სამყაროს ნაწილია. როგორც ფეხბურთელებს, ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის ის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, მეც ერთ დღეს წავალ, იმედია საუკეთესო გზით. კლუბის ისტორია გაგრძელდება და დონარუმა სამუდამოდ კლუბის ისტორიის ნაწილი იქნება. ჯერ არ ვიცით, დარჩება თუ წავა. თუ დარჩება, გაშლილი ხელებით დავხვდებით. ასევე მისი წყალობით მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა. ის შესანიშნავი ადამიანია, ლიდერი, მეგობარი, მაგრამ ეს ფეხბურთია. წარსულიდან ბევრი მაგალითის მოყვანა შემიძლია.

ვამაყობ, რომ კიდევ ერთი ტიტულის მოგების შანსი მაქვს. ერთი კვირაა ვვარჯიშობთ. ტოტენჰემი უკეთეს ფორმაშია, მაგრამ ხარისხი შევინარჩუნეთ. შესაძლოა ფიზიკურად საუკეთესო ფორმაში არ ვიყოთ. გამარჯვება მნიშვნელოვანი იქნება. ეს ჩემი მე-13 სეზონი იქნება, მაგრამ მაინც მშიერი ვარ. ისევ გამარჯვება მინდა. ძალიან მომთხოვნი მწვრთნელი გვყავს, რომელიც მოგების გასაგრძელებლად მოტივაციას მოგვცემს“, - თქვა მარკინიოსმა.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ტოტენჰემის“ მატჩი 13 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.102263