ისტორია

9:59 | 25.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

25 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

 

 1918. დაიბადა ელენე გოკიელი. ქართველი მძლეოსანი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი სიგრძეზე ხტომაში (1944) და მრავალგზის პრიზიორი 80 მ თარჯრბენში. ამ სახეობაში სამი წლის განმავლობაში (1949-52) სსრკ-ის რეკორდსმენი იყო (11,3 წამი). 1952 წლის ოლიმპიადის მონაწილე. წინასწარ გარბენში მოიპოვა პირველი ადგილი, ნახევარფინალში ფინიშთან მეოთხე მიიჭრა და ფინალში ვერ გავიდა. 1946 წლის ევროპის ჩემპიონატის მეორე პრიზიორი 80 მეტრ თარჯრბენში (ფინალში 0,1 წამით ჩამორჩა გამარჯვებულს, ოთხგზის ოლიმპიურ ჩემპიონ ჰოლანდიელ ბლანკერს კუნს). სიგრძეზე ხტომაში საბჭოთა კავშირის რვაგზის მეორე და ორგზის მესამე პრიზიორი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საკავშირო და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. 1971-1992 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის კათედრის გამგე. ელენე გოკიელი 1992 წლის 31 დეკემბერს გარდაიცვალა. 

მნიშვნელოვანი ფაქტები

1875. მეთიუ უები პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც ლა მანშის სრუტე გადაცურა. ამისთვის, უებს 21 საათი და 45 წუთი დასჭირდა.

1888. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში ჰენრი სლოკამმა ჰოვარდ ტეილორი 6:4, 6:1, 6:0 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით მერვე ჩემპიონი გახდა.

1904. ჯეიმს ჯეფრისმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, ჯეკ მანროუ მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1910. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში უილიამ ლარნედმა ტონა ბენდი 6:1, 5:7, 6:0, 6:8, 6:1 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით ოცდამეათე ჩემპიონი გახდა.

1917. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში ლინდლი მიურეიმ ჯეკ ნაილზი 5:7, 8:6, 6:3, 6:3 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 37-ე ჩემპიონი გახდა.

1920. ეტილდა ბლეითრეი პირველი ქალი სპორტსმენია რომელმაც ოლიმპიური ოქროს მედლის მოპოვება მოახერხა.

1936. საბჭოთა კავშირის თასის პირველი გათამაშების ნახევარფინალში, თბილისის “დინამომ” ნოგინსკის “კრასნაია ზნაიმია” 5:1 დაამარცხა და ფინალში გავიდა. მატჩი თბილისში ჩატარდა, “დინამოელთაგან” კი, გოლები ასლამაზოვმა (2), სომოვმა, პანინმა და ჯორბენაძემ გაიტანეს.

1950. შუგარ რეი რობინსონმა საშუალო წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის ხოსე ბარბოსა ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1954. საბჭოთა მძლეოსანმა ივან ფილინმა ბერნის მარათონი მოიგო (2:06,62).

1960. რომის ოლიმპიური სტადიონზე საზეიმოდ გაიხსნა ოლიმპიური თამაშები. თანამედროვეობის რიგით მე-17 თამაშებში მონაწილეობა 83 ქვეყნის 5313 სპორტსმენმა მიიღო. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში, პირველ ადგილზე საბჭოთა კავშირი გავიდა (43 ოქრო, 29 ვერცხლი, 31 ბრინჯაო), მეორეზე ამერიკელი ათლეტები აღმოჩნდნენ (34, 21, 16), ხოლო მესამეზე იტალიელები (13, 10, 13). ქართველთაგან რომის ოლიმპიადის გამარჯვებულები რობერტ შავლაყაძე (სიმაღლეზე ხტომა) და ავთანდილ ქორიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) გახდნენ.

1976. ჰოლანდიელმა დიდოსტატმა ჰარმ ვირსმამ ასუჯრედიან შაშში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1991. ვანდა პერფილდმა ქალთა შორის მარათონში მესამე მსოფლიოს ჩემპიონატი სარეკორდო დროით მოიგო (2:92,53).

1991. უნგრელმა მოცურავე ქალმა Kრისტინა ეგერშეგიმ 200 მეტრზე გულაღმა გაცურვაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (2:25.26).

1991. ამერიკელმა სპრინტერმა კარლ ლუისმა 100 მეტრი 9.86 წამში გაიბინა.

2004. ლონდონის “არსენალმა” “ბლექბერნი” 3:0 დაამარცხა და ინგლისურ პრემიერლიგაში ზედიზედ წაუგებელ მატჩთა რაოდენობა 43-მდე გახარდა. ადრინდელი მიღწევა “ნოტინგემ ფორესტს” ეკუთვნოდა, რომელმაც რეკორდი 1977-78 წლებში დაამყარა.

2006. ევროპის სუპერთასზე “სევილიამ” “ბარსელონას” 3:0 მოუგო. მას შემდეგ, რაც სუპერთასის გამარჯვებულის ვინაობის გარკვევა ერთ მატჩში დაიწყეს, ეს თასის მფლობელის ყველაზე დიდი ანგარიშით მოგებაა.

2007. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა გუნდმა ავსტრიის ნაკრებს მოუგო (85:74). შეხვედრა თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარდა.

2007. კალათბურთში აფრიკის ჩემპიონატის ფინალში ანგოლამ კამერუნს 86:72 მოუგო.

2011. ევროპა ლიგის პლეი ოფის განმეორებით მატჩში თბილისის “დინამომ” ათენის აეკ-თან დამატებით დროში 1:1 ითამაშა (საბერძნეთის დედაქალაქში ელადელებმა 1:0 მოიგეს), “ზესტაფონმა” კი ბელგიაში “ბრიუგესთან” 0:2 წააგო (თბილისში ზესტაფონელები ბრიუგელებს 3:3 დაუზავდნენ).

 ამ დღეს დაიბადნენ

1910. პიერ მუსი. შვეიცარიელი ბობსლეისტი. 1936 წლის ზამთრის ოლიმპიადის გამარჯვებული (ოთხადგილიანი ბობი).

1918. ელენე გოკიელი. ქართველი მძლეოსანი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი სიგრძეზე ხტომაში (1944) და მრავალგზის პრიზიორი 80 მ თარჯრბენში. ამ სახეობაში სამი წლის განმავლობაში (1949-52) სსრკ-ის რეკორდსმენი იყო (11,3 წამი). 1952 წლის ოლიმპიადის მონაწილე. წინასწარ გარბენში მოიპოვა პირველი ადგილი, ნახევარფინალში ფინიშთან მეოთხე მიიჭრა და ფინალში ვერ გავიდა. 1946 წლის ევროპის ჩემპიონატის მეორე პრიზიორი 80 მეტრ თარჯრბენში (ფინალში 0,1 წამით ჩამორჩა გამარჯვებულს, ოთხგზის ოლიმპიურ ჩემპიონ ჰოლანდიელ ბლანკერს კუნს). სიგრძეზე ხტომაში საბჭოთა კავშირის რვაგზის მეორე და ორგზის მესამე პრიზიორი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საკავშირო და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. 1971-1992 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის კათედრის გამგე. ელენე გოკიელი 1992 წლის 31 დეკემბერს გარდაიცვალა.

1927. ალთეა გიბსონი. პირველი შავკანიანი ჩოგბურთელი ქალი, რომელმაც ფორესტ ჰილზისა (1950) და უიმბლდონის (1951) ტურნირებზე იასპარეზა. 1957 წელს მოიგო უიმბლდონის ტურნირი ერთეულთა და წყვილთა თანრიგში, აგრეთვე ფორესტ ჰილის პირველობა. მომდევნო წელს, ალთეა გიბსონმა სამივე ტიტული შეინარჩუნა.

1935. ლოუნს უიგერი. ამერიკელი ტყვიის მსროლელი. 1964 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 1972 წლის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი.

1941. მარიო კორსო. 1960-იან წლებში იტალიის ნაკრების ფორვარდი. “სკუადრა აძურაში” ჩაატარა 23 მატჩი, გაიტანა 4 გოლი. განსაკუთრებულ წარმატებას საკლუბო დონეზე მიაღწია. მილანის “ინტერთან” ერთად ორჯერ მოიპოვა ჩემპიონთა და საკონტინენტთაშორისო თასები, ოთხჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი. გუნდის შემადგენლობაში ჩაატარა 502 მატჩი, გაიტანა 94 გოლი. მოგვიანებით წვრთნიდა “ინტერს”.

1941. ანჯელო დომენგინი. 1963-72 წლებში იტალიის ნაკრების ფორვარდი. ევროპის 1968 წლის ჩემპიონი. კონტინენტის პირველობის ფინალში 80-ე წუთზე გოლი გაუტანა იუგოსლავიას, რის შემდეგაც გადათამაშება დაინიშნა. მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. “ინტერის” შემადგენლობაში 1965 წელს მოიპოვა ჩემპიონთა, 1964-ში კი საკონტინენთთაშორისო თასი. იტალიის სამგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი. გამოდიოდა “კალიარისა” და “რომაშიც”.

1948. ლესლავ ცმიკევიჩი. 1970-იან წლებში პოლონეთის ნაკრების მცველი. 1972 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. მსოფლიოს 1974 წლის ჩემპიონატის მესამეადგილოსანი. 1976 წლის ილიმპიური თამაშების ფინალისტი. პოლონეთის ნაკრებში ჩაატარა 57 მატჩი.

1959. ალექსანდრ რიმანოვი. საბჭოთა ხელბურთელი. 1988 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1962. მიხაელ ცორკი. გერმანიის ნაკრებისა და დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველი. მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და საკონტინენტთაშორისო თასები. გერმანიის ორგზის ჩემპიონი. დორტმუნდელთა რეკორდსმენი გუნდში ჩატარებულ მატჩთა რაოდენობით (463).

1963. რობერტო მუსი. იტალიის ნაკრების, “პარმას”, “მილანის”, “ტორინოს” მცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. “სკუადრა აძურაში” ჩაატარა 11 მატჩი. ჩემპიონთა თასის მფლობელი. უეფას თასის ორგზის მფლობელი. იტალიის თასისა და სუპერთასის მფლობელი.

1970. რონალდ ვატერეუსი. ჰოლანდიის ფეხბურთელთა ნაკრების, “როდას”, ეინდჰოვენის პსვ-ის, გლაზგოს “რეინჯერსის”, “ალკმაარის” გოლკიპერი. ჰოლანდიის ოთხგზის ჩემპიონი. შოტლანდიის ჩემპიონი. ჰოლანდიის ნაკრებში ჩაატარა 7 მატჩი.

1972. ალექსანდრ შირშოვი. რუსი მოფარიკავე. 1992 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. 1991 და 1995 წლების მსოფლიოს პირველობებზე მოიპოვა ვერცხლის მედლები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117316