ფეხბურთი

22:18 | 24.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

25-27 აპრილს ლიცენზირების კომიტეტი კლუბების განაცხადებს განიხილავს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საკლუბო ლიცენზირების განყოფილებასთან არსებულმა სალიცენზიო კომისიამ დაასრულა ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 12 და პირველი ლიგის 5 კლუბის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა.

შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო კლუბებს ყველა სავალდებულო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა 3 აპრილს ამოეწურათ.

25-27 აპრილს ლიცენზირების კომიტეტი განიხილავს კლუბების განაცხადებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას 2014-2015 წლების საფეხბურთო სეზონზე უეფას და ეროვნული ლიცენზიების გაცემის შესახებ.

კლუბები შემდეგი გრაფიკით გაივლიან სალიცენზიო კომიტეტს:

 

25 აპრილი

11:15 „დინამო თბილისი“, „ზესტაფონი“, „სიონი“

13:45 „მეტალურგი“, „ჩიხურა“, „გურია“

15:45 „შუქურა“, „გაგრა“, „დინამო“ ბ.

 

26 აპრილი

11:15 „ვიტ ჯორჯია“, „ტორპედო“, „დილა“

13:45 „სპარტაკი“, „ზუგდიდი“, „მერანი“

15:45 „სამტრედია“, „კოლხეთი 1913“

 

ამასთანავე წარმოგიდგენთ სალიცენზიო კლუბების სრულ სიას მათი დამფინანსებლების მითითებით:

1. გურია „ლანჩხუთი“ – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

2. ქობულეთის „შუქურა“ – ქობულეთის მუნიციპალიტეტი, შპს „კრისტალი“;

3. ბოლნისის „სიონი“ – ბოლნისის მუნიციპალიტეტი

4. გორის „დილა“ – გორის მუნიციპალიტეტი

5. ზუგდიდის „ზუგდიდი“ – ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

6. რუსთავის „მეტალურგი“ – რუსთავის მეტალურგიული ქარხანა

7. სამტრედიის „სამტედია“ – არ წარმოუდგენია დოკუმენტაცია დაფინანსების შესახებ;

8. მარტვილის „მერანი“ – ფრიდონ ინჯია

9. გაგრის „გაგრა“ – ბესიკ ჩიხრაძე

10. „ვიტ ჯორჯია“ – გურამ რუხაძე

11. ზესტაფონის „ზესტაფონი“ – ილია კოკაია

12. თბილისის „დინამო“ – შპს რუსთავის აზოტი

13. ფოთის „კოლხეთი“ – ლიბერთი ბანკი

14. ქუთაისის „ტორპედო“ – გაურკვეველია კლუბის დამფინანსებლის ვინაობა;

15. ცხინვალის „სპარტაკი“ – სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია

16. საჩხერის „ჩიხურა“ – სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

17. ბათუმის „დინამო“ – ბათუმის მერია

 

სფფ-ის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115913