კარიერაში მეორედ ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის 30 ნომინანტს შორისაა. პირველად 2023 წელს და ახლა: France Football-მა ოფიციალურად დაასახელა 30 ფეხბურთელი, რომელთაგანაც ერთ-ერთი გამარჯვებული იქნება.
კვარაცხელიასთან ერთად "პარი სენ-ჟერმენიდან" სხვა ფეხბურთელებიც მოხვდნენ. ლოგიკურია, რომ ფრანგულ გუნდს 30-კაციან სიაში ყველაზე მეტი წარმომადგენელი ჰყავს. ცნობისთვის, 2023 წელს კვარაცხელია 6 ქულით მე-17 ადგილზე გავიდა ოქროს ბურთზე, ხოლო 2024 წელს 30 ნომინანტს შორის არ იყო.
გარდა ამისა, ცნობილია წლის საუკეთესო მეკარის ჯილდოზე 10 ნომინანტიც, მაგრამ გიორგი მამარდაშვილი მათ შორის არაა. ქართველი შარშან იყო ათეულში, მეშვიდე ადგილიც დაიკავა 50 ქულით, თუმცა ამჯერად ვერ მოხდა სიაში.
ოქროს ბურთის 30 ნომინანტი
უსმან დემბელე (პსჟ), ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ), ჯუდ ბელინგემი (რეალი), დეზირე დუე (პსჟ), დენზელ დუმფრისი (ინტერი), სერჰუ გირასი (დორტმუნდი), ერლინგ ჰაალანდი (მანჩესტერ სიტი), ვიკტორ გიოკერეში (არსენალი), აშრაფ ჰაკიმი (პსჟ), ჰარი კეინი (ბაიერნი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ), რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა), ალექსის მაკ ალისტერი (ლივერპული), ლაუტარო მარტინესი (ინტერი), სკოტ მაკტომინეი (ნაპოლი), კილიან მბაპე (რეალი), ნუნუ მენდეში (პსჟ), ჟოაო ნევეში (პსჟ), პედრი (ბარსელონა), კოულ პალმერი (ჩელსი), მაიკლ ოლისე (ბაიერნი), რაფინია (ბარსელონა), დეკლან რაისი (არსენალი), ფაბიან რუისი (პსჟ), ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული), ვინისიუსი (რეალი), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), ფლორიან ვირტცი (ლივერპული), ვიტინია (პსჟ), ლამინ იამალი (ბარსელონა).
წლის მწვრთნელის ნომინანტები
ანტონიო კონტე (ნაპოლი), ლუის ენრიკე (პსჟ), ჰანსი ფლიკი (ბარსელონა), ენცო მარესკა (ჩელსი), არნე სლოტი (ლივერპული).
წლის მეკარის ნომინანტები
ალისონი (ლივერპული), იასინ ბონო (ალ-ჰილალი), ლუკა შევალიე (ლილი), ტიბო კურტუა (რეალი), ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ), ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა), იან ობლაკი (ატლეტიკო), დავიდ რაია (არსენალი), იან ზომერი (ინტერი), მატს სელსი (ნოტინგემი).
წლის ახალგაზრდა ფეხბურთელის ნომინანტები
პაუ კუბარსი (ბარსელონა), აიუბ ბუადი (ლილი), დეზირე დუე (პსჟ), ესტევაო (ჩელსი), დინ ჰუისენი (რეალი), მაილს ლუის-სკელი (არსენალი), როდრიგო მორა (პორტუ), ჟოაო ნევეში (პსჟ), ლამინ იამალი (ბარსელონა), ქენან ილდიზი (იუვენტუსი).
წლის გუნდის ნომინანტები
ბარსელონა (ესპანეთი), ბოტაფოგო (ბრაზილია), ჩელსი (ინგლისი), ლივერპული (ინგლისი), პარი სენ-ჟერმენი (საფრანგეთი).
შეგახსენებთ, ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია 22 სექტემბერს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ისტორიაში მეოთხედ ჯილდო გაიცემა არა კალენდარული წლის, არამედ სეზონის შედეგების მიხედვით, რომელიც 2024 წლის 1 აგვისტოდან 2025 წლის 31 ივლისამდე პერიოდს მოიცავს.






