ფეხბურთი

1:00 | 6.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

კვიპროსის და აზერბაიჯანის ჩემპიონები ჩემპიონთა ლიგის ფაზას უახლოვდებიან

კვიპროსის და აზერბაიჯანის ჩემპიონები ჩემპიონთა ლიგის ფაზისკენ წარმატებით მიიწევენ, ყოველ შემთხვევაში, პლეი-ოფთან ნაბიჯში არიან.

აზერბაიჯანულმა „ყარაბაღმა“ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში სტუმრად „შკენდია“ 1:0 დაამარცხა და ჩრდილომაკედონიურ გუნდთან გამოკვეთილი ფავორიტია, საპასუხო მატჩი ერთ კვირაში აზერბაიჯანში გაიმართება.

კვიპროსის ჩემპიონმა „პაფოსმა“ პოლონეთში უკრაინის ჩემპიონ კიევის „დინამოს“ 1:0 მოუგო და მანაც დიდი ნაბიჯი გადადგა პლეი-ოფისკენ, რადგან საპასუხო შეხვედრას შინ ჩაატარებს.

პლეი-ოფთან კიდევ უფრო ახლოს მივიდა გლაზგოს „რეინჯერსი“, რომელმაც ჩეხური „პლზენი“ საკუთარ მოედანზე 3:0 დაამარცხა და ძნელი წარმოსადგენია, ეს უპირატესობა გასვლაზე გაანიავოს.

უგოლოდ დასრულდა სკანდინავიური დერბი „მალმიოსა“ და „კოპენჰაგენს“ შორის, შესაბამისად, აქ ყველაფერი ჯერ კიდევ გასარკვევია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098969