„პარი სენ-ჟერმენი“ შესაძლოა ჯანლუიჯი დონარუმამ დატოვოს, რადგან მხარეები ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან.
L’Equipe-ს ცნობით, „მანჩესტერ სიტი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ იტალიელი მეკარით დაინტერესებული არიან. პარალელურად, პსჟ „ლილის“ მეკარეს, ლუკა შევალიეს პირად, ხუთწლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა. თუმცა, ჯერ შეთანხმება არ არსებობს „ლილთან“, რომელიც 24 წლის მეკარეს მინიმუმ 40 მილიონ ევროდ აფასებს.
ფრანგული მედია იტყობინება, რომ სიტუაცია შეიძლება ძალიან სწრაფად განვითარდეს და შევალიე ლუის ენრიკესაც ესაუბრა. ესპანელი მწვრთნელი თანახმაა ფრანგი მეკარის დამატებაზე.
მეორე მხრივ, პსჟ-ს არ სურს გაისად დონარუმას უფასოდ დაკარგვა, ამიტომ, თუ კონტრაქტის განახლებაზე მხარეები ვერ შეთანხმდებიან, ფრანგულმა კლუბმა შეიძლება მიმდინარე ზაფხულს ჯიჯოს გაყიდვა სცადოს.
ჯანლუიჯი დონარუმა პსჟ-ში 2021 წლიდან თამაშობს და დღემდე 161 მატჩში მიიღო მონაწილეობა.






