ფეხბურთი

21:27 | 15.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

დარვინ ნუნიესი შესაძლოა საუდის არაბეთში გადაბარგდეს

„ლივერპულის“ ფეხბურთელი დარვინ ნუნიესი შესაძლოა საუდის არაბეთში გადავიდეს.

ურუგვაელი ფეხბურთელი ინგლისური კლუბის გეგმებში აღარ შედის და მის გაყიდვაზე თანახმაა. დარვინი უკვე ერთი თვეა „ნაპოლის“ ელოდება, სადაც გადასვლა სურს, მაგრამ იტალიის მოქმედი ჩემპიონი ძალიან ახლოსაა ლორენცო ლუკას დამატებასთან, შესაბამისად, ნუნიესის ტრანსფერს ეს გამორიცხავს.

ამიტომაც, ახლა არაბული კლუბები იწყებენ გააქტიურებას და მზად არიან ფეხბურთელს სარფიანი კონტრაქტი შესთავაზონ.

დარვინ ნუნიესი „ლივერპულში“ 2022 წლიდან თამაშობს და 143 მატჩში 40 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „ბენფიკას“, „ალმერიასა“ და „პენიაროლის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092988