„ალ-ნასრის“ მთავარ მწვრთნელად ჟორჟე ჟეზუში დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
70 წლის პორტუგალიელმა არაბულ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამრიგად, კრიშტიანუ რონალდუ თანამემამულესთან ერთად ითამაშებს.
ჟორჟე ჟეზუში ბოლოს ასევე საუდის არაბეთში მუშაობდა, „ალ-ჰილალს“ ორი წელი წვრთნიდა. მანამდე „ფენერბაჰჩეში“, „ბენფიკაში“, „ფლამენგოში“, „სპორტინგსა“ და „ბრაგაში“ იმუშავა.









