ჩოგბურთი

20:29 | 12.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

იგა შვიონტეკმა 2025 წლის უიმბლდონის ფინალში ამანდა ანისიმოვა დაამარცხა

პოლონელი ჩოგბურთელი იგა შვიონტეკი, რომელიც WTA-ს რეიტინგში მეოთხე ადგილზეა, 2025 წლის უიმბლდონის ჩემპიონი გახდა. ტიტულისთვის მატჩში მან დამაჯერებლად დაამარცხა მსოფლიოში მე-12 ადგილზე მყოფი ამერიკელი ჩოგბურთელი ამანდა ანისიმოვა. მატჩი ანგარიშით 6:0, 6:0 დასრულდა. მატჩი მხოლოდ 57 წუთს გაგრძელდა.

შვიონტეკმა მეტოქეს არც ერთი გეიმი არ დაუთმო, სამი ეისი შეასრულა, ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა და ცხრა ბრეიქ-პოინტიდან ექვსი გაიტანა.

ანისიმოვას არც ერთი ეისი არ ჰქონია და ხუთი ორმაგი შეცდომა ჰქონდა.

შვიონტეკი გახდა პირველი ჩოგბურთელი ახალ ერაში, რომელმაც უიმბლდონის ფინალი მოიგო მოწინააღმდეგისთვის ერთი გეიმის დათმობის გარეშე.

მანამდე, 1911 წელს, უიმბლდონის პირველი გათამაშებების დროს, ბრიტანელმა დოროთეა ლამბერტ-ჩემბერსმა შეძლო ასთი ანგარიშით გამარჯვება.

24 წლის პოლონელი კარიერაში პირველად გახდა უიმბლდონის გამარჯვებული და დიდი სლემის ტურნირებზე მეექვსე ტიტული მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089582