ლონდონის „ტოტენჰემმა“ „ვესტ ჰემიდან“ მოჰამედ კუდუსი შეიძინა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
24 წლის განელის სანაცვლოდ „დეზებმა“ თანაქალაქელებს 64 მილიონი ევრო გადაუხადეს. კუდუსიმ „ტოტენჰემთან“ კონტრაქტი 2031 წლის ზაფხულამდე გააფორმა და 20-ნომრიანი მაისური მოირგო.
მოჰამედ კუდუსი „ვესტ ჰემში“ 2023 წლიდან თამაშობდა და 80 მატჩში 19 გოლი გაიტანა. მანამდე ის „აიაქსისა“ და „ნორდშელანდის“ ღირსებას იცავდა, ხოლო განის ნაკრებში 42 თამაშში 12 გოლი აქვს გატანილი.






