საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა ესპანური "გრანადა" დატოვა და "კიევის დინამოში" დაბრუნდა. ქართველმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ესპანურ კლუბს და გულშემატკივარს დაემშვიდობა.
"გრანადაში“ გატარებული წარმოუდგენელი წლის შემდეგ, დროა დაგემშვიდობოთ. მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა მადლიერება კლუბის ყველა წევრის მიმართ - სამწვრთნელო შტაბის, ფეხბურთელების, მენეჯმენტის და კულისებში მომუშავე ყველა პერსონალის მიმართ - იმისთვის, რომ პირველივე დღიდან თავი სახლში მაგრძნობინეს. მადლობა ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის და ჩემდამი რწმენისთვის. უდიდესი სიამოვნება იყო ამ მაისურის ტარება და მოედანზე და მის გარეთ ამ ლოგოსთვის ყველაფრის გაღება. გულშემატკივრებს, მადლობას გიხდით სეზონის განმავლობაში თქვენი ურყევი მხარდაჭერისთვის, ვნებისა და ენერგიისთვის - როგორც კარგ, ასევე რთულ მომენტებში. კლუბისადმი თქვენი სიყვარული ნამდვილად განსაკუთრებულია და ამას ყოველთვის ვგრძნობდი, როცა მოედანზე გავდიოდი. მივდივარ საოცარი მოგონებებით, შესანიშნავი მეგობრობით და იმ გუნდის ნაწილი ყოფნის სიხარულით, სადაც ნამდვილად ვგრძნობდი თავს დაფასებულად, როგორც ფეხბურთელად, ასევე ადამიანად. უსურვებ კლუბს ყველა იმ წარმატებას, რასაც იმსახურებს. მადლობა, გრანადა. შენ ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი გექნება ჩემს გულში." - წერს წიტაიშვილი საკუთარ ინსტაგრამ პოსტში.
შეგახსენებთ, რომ წიტაიშვილი "კიევის დინამოს" საკუთრებაა და "გრანადაში" იჯარის წესით თამაშობდა, მან გასულ სეზონში 37 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც თავი 7 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.






