ვიქტორ ოსიმენი „გალათასარაიში“ გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. ნიგერიელმა ფეხბურთელმა „ნაპოლის“ აცნობა, რომ რაც შეიძლება მალე სურს თურქულ კლუბთან კონტრაქტის გაფორმება.
„გალათასარაი“ მზადაა გამოსასყიდი თანხა, 75 მილიონი ევრო გადაიხადოს, მაგრამ ეტაპობრივად, 5 წლის განმავლობაში. ახლა „ნაპოლიზეა“ დამოკიდებული პასუხი, დათანხმდება თუ არა ამ პირობებს.
თავის მხრივ, ოსიმენს „გალათასარაისთან“ პირადი კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე უკვე შეთანხმებული აქვს. ვიქტორი „ნაპოლის“ გეგმებში არ შედის და კლუბმა ის უნდა გაყიდოს.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენმა გასული სეზონი იჯარით გაატარა „გალათასარაიში“, რომლის მაისურით 41 მატჩში 37 გოლი გაიტანა.






