ფეხბურთი

16:59 | 6.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ალ-ნასრის" სამიზნე: შეუზღუდავი ბიუჯეტი როდრიგოს ტრანსფერისთვის

„ალ-ნასრის“ მთავარი სამიზნე სატრანსფერო პერიოდში მადრიდის „რეალის“ შემტევი როდრიგოა.

როგორც Sky Sports-ი იტყობინება, კრიშტიანუ რონალდუს შენარჩუნების შემდეგ კლუბის მიზანია ვარსკვლავი იყიდოს, რათა შემადგენლობა გააძლიეროს. „ალ-ნასრს“ უკვე ჰქონდა როდრიგოს გარემოცვასთან პირველი კონტაქტი, რათა გაიგონ, არის თუ არა, ფეხბურთელი თანახმა საუდის არაბეთში გადასვლაზე.

ფინანსები პრობლემა არაა: „ალ-ნასრმა“ როდრიგოს შესაძენად შეუზღუდავი ბიუჯეტი გამოყო და რამდენიც საჭირო იქნება, იმდენს დახარჯავს, როგორც ტრანსფერზე, ისე ხელფასზე.

როდრიგო „რეალის“ დატოვების კანდიდატია, რადგან როგორც ჩანს, ჩაბი ალონსოს გეგმებში არ შედის. ბრაზილიელის პრიორიტეტი ამ ეტაპზე პრემიერლიგაში გადასვლაა, მაგრამ „ალ-ნასრის“ სარფიანმა შეთავაზებამ შესაძლოა ყველაფერი შეცვალოს.

შეგახსენებთ, რომ როდრიგო „რეალში“ 2019 წლიდან თამაშობს და 270 მატჩში 68 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის სამშობლოში „სანტოსში“ გამოდიოდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087557