ფეხბურთი

19:59 | 27.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვინისიუსი: "რეალი" ჩემი ცხოვრების კლუბია, რომლის წინაშე ვალში ვარ"

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა ვინისიუსმა განაცხადა, ჩაბი ალონსოს ხელში გუნდი უფრო კომპაქტურად თამაშობს.

ბრაზილიელი ასევე იმედოვნებს, რომ „სამეფო კლუბში“ ძალიან დიდხანს ითამაშებს:

„რეალი“ ჩემი ცხოვრების კლუბია. იმედი მაქვს, რომ აქ კიდევ მრავალი წელი ვითამაშებ. მიყვარს „რეალი“, ამ კლუბის წინაშე ყველაფერში ვალში ვარ. ზეწოლა და კრიტიკა პრობლემას არ წარმოადგენს. ძალიან კმაყოფილი ვარ კლუბით, ახალი მწვრთნელით და ფეხბურთელებით.

ორი ძალიან კარგი კვირა იყო, ჩაბი ალონსო ყოველდღიურად გვეუბნება რა უნდა გავაკეთოთ. გუნდი უფრო კომპაქტურად თამაშობს“, - აღნიშნა ვინისიუსმა.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალი“ მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში 1 ივლისს, ტურინის „იუვენტუსს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.169136