მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კილიან მბაპე თავის ყოფილ კლუბს, „პარი სენ-ჟერმენს“ სასამართლოში უჩივის.
ფრანგული საინფორმაციო სააგენტო AFP-ის ცნობით, ფეხბურთელმა პსჟ-სა და მისი პრეზიდენტის, ნასერ ალ-ხელაიფის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა გამოძალვის მცდელობისა და მორალური ზიანის მიყენების ბრალდებით, რაც 2023 წლის ზაფხულში მისი კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებულ გარემოებებს უკავშირდება.
ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ფრანგმა რეპერმა და პსჟ-ს გულშემატკივარმა ბუბიმ საკუთარ სოციალურ ქსელში კილიან მბაპეს მიმართა:
"თუ ენას არ გააჩუმებ და ნასერ ალ ხელაიფის თავს არ დაანებებ, იცოდე ყველას ყველაფერს ვეტყვი, თუ ვისთან ერთად იყავი, რას აკეთებდი და რატომ გაქვს კუჭის პრობლემები. ითამაშე ფეხბურთი, გაიტანე გოლები და გაყიდე მაისურები. დიდხანს არ შეგვაწუხებ და კიდევ მართვის მოწმობა აიღე." - დაწერა რეპერმა სოციალურ ქსელ X-ზე.
ცნობისთვის, ოფიციალური საჩივარი 2025 წლის 16 მაისს შეიტანეს და ის „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობის წინააღმდეგ სერიოზულ ბრალდებებს შეიცავს.
AFP-ის ცნობით, ბრალდებები აშკარად საუბრობს „გამოძალვის მცდელობასა“ და „მორალურ შევიწროებაზე“. ამ მიზეზების გამო, თავდამსხმელმა 50 მილიონი ევროს კომპენსაცია მოითხოვა.






