ფეხბურთი

2:00 | 27.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ტუდორი: "სიტი" მილიონებს ხარჯავს, ფეხბურთელებს შორის დიდი სხვაობაა"

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა იგორ ტუდორმა „მანჩესტერ სიტისთან“ მძიმე მარცხის (2:5) შემდეგ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, დღეს ამ რომ გუნდს შორის დიდი სხვაობაა, რისი მიზეზიც კლუბების ფინანსური შესაძლებლობებია:

„ცუდი განწყობა გვაქვს, 5 გოლის გაშვება სასიამოვნო არასდროსაა, მაგრამ ისინი ხარისხით ჩვენზე წინ არიან. მომდევნო ეტაპზე გასულები ვიყავით და გვინდოდა ზოგიერთი ფეხბურთელის დასვენება. „მანჩესტერ სიტი“ ბოლო 10 წლის საუკეთესო გუნდია „რეალთან“ ერთად და მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი ჰყავს. ბიჭებისთვის სასაყვედურო არაფერი მაქვს. კიდევ ერთი მატჩი გვაქვს, დავისვენებთ და მუშაობას გავაგრძელებთ.

„სიტი“ 200, 100 მილიონს, არ ვიცი, რამდენს ხარჯავს ფეხბურთელებში და საბოლოოდ, შედეგიც ასეთია. მათ ჩვენზე ბევრად ძლიერი ფეხბურთელებით ჰყავთ, ეს სიმართლეა და ეს უნდა ითქვას ალიბის ძებნის გარეშე. ფეხბურთი ლამაზია, რადგან ერთი მატჩის მოგება ნებისმიერთან შეიძლება, მაგრამ როგორც ვთქვი, დღეს უკეთესი შედეგის მისაღწევად პირობები არ არსებობდა“, - თქვა ტუდორმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ G ჯგუფში 6 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და მერვედფინალში ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087311