ძიუდო

21:21 | 26.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ცოტნე იჩქითიძის ვერცხლის მედალი კადეტთა ევროპის ჩემპიონატზე

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ევროპის ჩემპიონატი დაიწყო კადეტ ძიუდოისტთა შორის, სადაც პირველივე საშეჯიბრო დღეს ცოტნე იჩქითიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.

60 კგ წონით კატეგორიაში ქართველმა ძიუდოისტმა სლოვენიელი მატევჟ უნუკი, სერბი ნიკოლა რადანოვი და პოლონელი იაკუბ აკოსტა დაამარცხა, მაგრამ ფინალში აზერბაიჯანელ ზეიდ ალასგაროვთან მარცხი განიცადა.

დღესე, 48 კგ წონით კატეგორიაში სალომე მერკვილაძემ იასპარეზა, რომელსაც ძალიან ცოტა დააკლდა ბრინჯაომდე და მედლისთვის გამართულ დაპირისპირებაში დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.161115