იტალიური „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა იგორ ტუდორმა საკლუბო მსოფლიო თასზე არაბთა გაერთიანებული საამიროების „ალ-აინის“ წინააღმდეგ გამარჯვებაზე (5:0) ისაუბრა.
„ალ-აინმა“ თამაშის დასაწყისში შეგვიტია, მაგრამ ჩვენ სწორად ვუპასუხეთ. ეს კარგი შედეგი და კარგი დასაწყისია, რაც თავდაჯერებულობას გვმატებს. სიცხის მიუხედავად, თამაშის ტემპს კარგად ვაკონტროლებდით.
გვინდა, რაც შეიძლება შორს წავიდეთ, კმაყოფილები ვართ ამ დასაწყისით. კონსეისაუმ კარგად ითამაშა, ისევე როგორც კოლო მუანიმ. ასევე მიხარია, რომ ფედერიკო გატი და ტონ კოოპმაინერსი დაბრუნდნენ, ისინი მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან“, - ციტირებს ტიუდორის სიტყვებს „იუვენტუსის“ ოფიციალური ვებ-გვერდი.









