კალათბურთი

0:29 | 15.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას შესანიშნავი თამაში, "ვირტუსმა" ფინალურ სერიაში უპირატესობა გაზარდა

იტალიის სერია A-ს ფინალურ სერიაში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ 2:0 დაწინაურდა, მას შემდეგ, რაც „ბრეშა“ 75:65 დაამარცხა.

მთელი თამაში დაძაბული გამოდგა, მაგრამ ბოლონიელებმა მეორე პერიოდში მოიპოვეს 8-ქულიანი უპირატესობა, რაც შეიძლება ითქვას, რომ გარდამტეხი გამოდგა.

თორნიკე შენგელიამ ისევ შესანიშნავად ითამაშა: 32 წუთში 15 ქულა, 8 მოხსნა, 7 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 15-დან 5 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

„ვირტუსი“ სერიაში 2:0-ს იგებს და მესამე მატჩი 17 ივნისს, უკვე ბრეშაში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095548