„მილანის“ ყოფილმა დირექტორმა და „მონცას“ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა ადრიანო გალიანიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალში პსჟ-სთან „ინტერს“ მხარდაჭერა გამოუცხადა, წერს Sky Sport Italia.
მენეჯერმა, რომელიც მილანში 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა, აღიარა, რომ მის წრეში არავინ აღარ დაუჭერდა მხარს „ინტერს.“
გალიანიმ განაცხადა, რომ ესაუბრა „ინტერის“ პრეზიდენტ ბეპე მაროტას, რომელმაც უთხრა, რომ იტალიურ ფეხბურთთან დაკავშირებული ყველა ადამიანი „ინტერს“ უნდა უჭერდეს მხარს.
„მან ძლიერი სიტყვა წარმოთქვა, ის პოზიტიურია და მართალია. დღეს ნებისმიერი იტალიელი „ინტერს“ დაუჭერს მხარს“, - თქვა გალიანიმ.
პსჟ და „ინტერი“ 2024/25 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალში დღეს, 31 მაისს ითამაშებენ. მიუნხენში, „ალიანს არენაზე.“ მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.









