დღეს, ჩემპიონთა ლიგის ფინალია, რომელსაც მთელი საქართველო ელოდება: როგორც წესი, ამ თამაშის მიმართ ინტერესი ყოველთვის განსაკუთრებულია, მაგრამ ახლა გამორჩეულად - ფინალში ქართული და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ითამაშებს, თანაც მისგან გმირის როლს ელოდებიან.
„პარი სენ-ჟერმენი“ „ინტერს“ შეხვდება, გუნდს, რომელსაც აქამდე არასდროს შეხვედრია, მაგრამ სამაგიეროდ, იტალიურ კლუბს შესანიშნავად იცნობს კვარა, „ნაპოლიში“ თამაშის პერიოდიდან.
სერია A, ლიგა 1, საფრანგეთის თასი: ამ ეტაპზე, ხვიჩა კვარაცხელიას სამი ტიტული აქვს მოგებული, რაც უკვე ქართველის სეზონს ნამდვილად პოზიტიურს ხდის. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი აკლია, ჩემპიონთა ლიგა, რომლისთვისაც „ნაპოლის“ ყოფილი ფეხბურთელი დღეს საღამოს „ალიანც არენაზე“ „ინტერის“ წინააღმდეგ ითამაშებს. რა თქმა უნდა, კვარაცხელიამ სერია A ნახევარი სეზონით მოიგო და ეს ჯილდო ყოფილ თანაგუნდელებთან და გულშემატკივრებთან ერთად არ აღუნიშნავს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მისი ჯილდოცაა.
თუნდაც იმიტომ, რომ თუ „ნაპოლიმ“ სკუდეტოს მოგება „ინტერთან“ ერთი ქულით წინ დარჩენით მოახერხა, ეს ძირითადად იმით არის განპირობებული, რაც ნეაპოლელებმა სეზონის პირველ ნაწილში გააკეთეს, როდესაც ქართველი ჯერ კიდევ გუნდში იყო.
ამგვარად, კვარაცხელია შეიძლება 2024-2025 წლების სეზონში „ინტერისთვის ნამდვილი“ „კოშმარი“ გახდეს.
„ინტერის“ დაკარგული სკუდეტო კვარას დამსახურებაცაა
არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც სერია A „ნაპოლიმ“ მოიგო და არა „ინტერმა“; ზოგი „ნერაძურის“ დამსახურებაა, ზოგი კი ანტონიო კონტეს გუნდის დამსახურებაა. „ნაპოლის“ დამსახურებებს შორის, უდავოდ, სეზონის შესანიშნავი პირველი ნაწილია, როდესაც „აძურიმ“ სეზონის პირველი ნახევარი 44 ქულით დაასრულა და „ინტერს“ სამი ქულით უსწრებდა. ამაში კვარაცხელიას წვლილი მნიშვნელოვანი იყო, მიუხედავად ზედმეტი კრიტიკისა. ხუთი გოლი და სამი საგოლე პასი 17 თამაშში, სტატისტიკა, რომელიც მისი დარჩენის შემთხვევაში გაორმაგდებოდა.
რა თქმა უნდა, მტკიცებულება არ არსებობს, მაგრამ სეზონის პირველ ნაწილშიც კვარას გარეშე ყოფნის შემთხვევაში, ძნელი წარმოსადგენია „ნაპოლის“ სეზონი 84 ქულით დაესრულებინა.
კვარა მშრალად „ინტერთან“
ეს ისტორიაში პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც პსჟ და „ინტერი“ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ცხადია, ასე არ არის კვარაცხელიასთვის, რომელმაც „ნერაძურისთან“ ხუთჯერ ითამაშა და მხოლოდ ერთხელ მოახერხა გამარჯვება (1 ფრე და 3 მარცხი).
თუმცა, საერთო უარყოფითი ბალანსის გარდა, პერსონალურ დონეზეც ქართველისთვის „ინტერი“ საუკეთესო მეტოქე ნამდვილად არაა. წინა ხუთ მატჩში 0 გოლი და 0 საგოლე პასი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრაში ეცდება ნავსის გატეხვას.
კვარაცხელიას ორმაგი დუელი
ვინ იცის, ლუის ენრიკე რჩევას სთხოვს თუ არა მათ, ვინც კარგად იცნობს „ინტერს“. ალბათ ეს არ დასჭირდება, მაგრამ კვარაცხელიამ შესანიშნავად იცის, ვის დაუპირისპირდება ჩემპიონთა ლიგის ფინალში. მის მხარეს იქნებიან დენზელ დამფრისი, „ინტერის“ ერთ-ერთი მთავარი გმირი და ბენჟამინ პავარი.
კვარას ორმაგი დავალება ექნება: რა თქმა უნდა, სახიფათო იყოს, მიუხედავად იმისა, რომ პავარის მსგავსი მცველის წინააღმდეგ ეს ადვილი არ იქნება. თუმცა, ასევე, დუმფრისის ფლანგზე შეკავება: ქართველმა ფეხბურთელმა ბოლო თვეებში პარიზში აჩვენა, რომ მასაც შეუძლია „ბინძური სამუშაოს“ შესრულება, საჭიროების შემთხვევაში უკან დახევა და დაცვა, როგორც ეს „ასტონ ვილასა“ და „არსენალთან“ მატჩებში გააკეთა.
კვარას ეფექტი პსჟ-ში
ახლა თითქმის ბუნებრივად ჟღერს, რომ პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშობს, მაგრამ როდესაც კვარაცხელია იანვარში „ნაპოლიდან“ პსჟ-ში მივიდა, მან არც კი იცოდა, შეძლებდა თუ არა თებერვლიდან ამ ტურნირზე თამაშს, რადგან გუნდი პირველივე ეტაპზე გავარდნასთან ერთი ნაბიჯით იყო დაშორებული. რა თქმა უნდა, მხოლოდ მისმა შენაძენმა არ შეცვალა პსჟ, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ეს გუნდის ზრდის ერთ-ერთი მიზეზია.
ლუის ენრიკემ მასზე აქცენტირება არ დააყოვნა და სასტარტო შემადგენლობაში დააყენა ისეთ გუნდში, სადაც ხარისხიანი ალტერნატივების დეფიციტი არ არის. კვარაცხელიამაც შესანიშნავად უპასუხა, ტექნიკური ხარისხის და დამოკიდებულების თვალსაზრისით.
პსჟ-ში კვარამ დღემდე ექვსი გოლი და ხუთი საგოლე გადაცემა მიითვალა, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი გოლი მეოთხედფინალში „ასტონ ვილასთან“ და ნახევარფინალში „არსენალთან“ გამარჯვების მომტანი პასი“.









