მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ ჩემპიონთა ლიგის პსჟ-სთან მომავალ ფინალურ მატჩზე ისაუბრა. იტალიელმა სპეციალისტმა ასევე კომენტარი გააკეთა იმ ფაქტზე, რომ „ინტერმა“ ბოლო მომენტში დაკარგა სერია A-ს ჩემპიონობა.
„ინტერი“ შეეცდება დაივიწყოს, რომ ბოლო დღეს სერია A-ს ტიტული „ნაპოლის“ სასარგებლოდ დავკარგეთ, როდესაც შაბათს ფინალში პსჟ-ს შევხვდებით.
პარასკევი ადვილი დღე არ იყო, დამიჯერეთ. ეს ძალიან რთული ჩემპიონატი გახლდათ. მაგრამ უკან არ უნდა გაიხედო, ფეხბურთში ყოველთვის წინ უნდა იყურო. გამართე ზურგი და წინ.
დღეს ისევ ვნახე ბიჭები, გარეთ ერთად ვისადილეთ. მნიშვნელოვანი თამაში გველის წინ, მაგრამ ეს გუნდი ყოველთვის მაძლევდა შთაგონებას და ვფიქრობ, შაბათსაც იგივეს გააკეთებენ“, - ციტირებს ინძაგის სიტყვებს ESPN.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 31 მაისს გაიმართება მიუნხენში და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.









