ფეხბურთი

1:00 | 19.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლაციოს" დიდი საჩუქარი "ნაპოლის"! "ინტერმა" ქულები დაკარგა, კონტე სკუდეტოს უახლოვდება
სერია A-ში მეოთხე ადგილისთვისაც დიდი ბრძოლაა

იტალიის სერია A-ში „ნაპოლიმ“ ზედიზედ მეორედ დაკარგა ქულები, მაგრამ ბოლო ტურის წინ მაინც ლიდერია და ისევ საკუთარ თავზეა დამოკიდებული.

ანტონიო კონტეს გუნდმა „ჯენოას“ შემდეგ სტუმრად „პარმასაც“ ვერ მოუგო, ნულოვან ფრეს დასჯერდა. „ნაპოლი“ ძალიან ახლოს იყო ლიდერობის დაკარგვასთან, მაგრამ პარალელურად, „ლაციომ“ საჩუქარი გაუკეთა, რომელმაც მილანში, „ინტერს“ ორი უმნიშვნელოვანესი ქულა წაართვა!

„ინტერი“ იან ბისეკის და დენზელ დუმფრისის გოლებით ორჯერ უგებდა „ლაციოს“, მაგრამ ორჯერვე სტუმრებმა გაათანაბრეს. დუბლი შეასრულა ვეტერანმა ესპანელმა პედრომ!

შედეგად, ბოლო ტურის წინ სტატუსკვო უცვლელი დარჩა: „ნაპოლი“ „ინტერს“ კვლავ ერთი ქულით უსწრებს და ყველაფერი მის ხელშია.

ბოლო ტურში „ნაპოლი“ უმოტივაციო „კალიარის“ მასპინძლობს და ქულების განიავების უფლება რა თქმა უნდა აღარ აქვს, ხოლო „ინტერი“ „კომოს“ ესტუმრება.

აქვე ჩემპიონთა ლიგის ზონაზე, სადაც მეოთხე ადგილისთვის ბრძოლა გრძელდება: „იუვენტუსმა“ და „რომამ“ მოიგეს, „უდინეზესა“ და „მილანის“ წინააღმდეგ.

ბოლო ტურის წინ „იუვეს“ 67 ქულა აქვს, „რომას“ – 66. ბრძოლაში რჩება „ლაციოც“, რომელსაც 65 ქულა გააჩნია. ამ სამ გუნდში გაირკვევა მეოთხეადგილოსანი და ეს ბოლო ტურში მოხდება, როცა „იუვე“ „ვენეციას“ ესტუმრება, „რომა“ „ტორინოს“, ხოლო „ლაციო“ „ლეჩეს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096514