ფეხბურთი

1:51 | 13.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვან დეიკი: "ჩემთვის სათამაშოდ "ლივერპულზე" უკეთესი ადგილი არ არსებობს"

„ლივერპულის“ კაპიტანმა ვირჯილ ვან დეიკმა განაცხადა, რომ მას სჯერა კლუბის და არ არსებობს უკეთესი ადგილი, სადაც ითამაშებდა:

„ჩემთვის არ არსებობს უკეთესი ადგილი, სადაც თამაში შემიძლია. ეს მნიშვნელოვანი ზაფხული უნდა იყოს, მჯერა კლუბის და იმ ადამიანების, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს და იციან, თუ რა უნდა გააკეთონ. მჯერა, რომ ტრანსფერებით შეგვიძლია წინსვლა“, - თქვა ვან დეიკმა.

შეგახსენებთ, რომ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდისგან განსხვავებით, ვირჯილ ვან დეიკი, ისევე, როგორც მოჰამედ სალაჰი, „ლივერპულში“ დარჩნენ და კონტრაქტი გაახანგრძლივეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.176151