ყაზახეთის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს საქართველოს ორი ბრინჯაოს მედლის შანსი აქვს.
+100 კგ წონით კატეგორიაში ირაკლი დემეტრაშვილმა ყაზახი ჟამბილ ტურგინალიევი და რუსი დენის ბატჩაევი დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში ყაზახ იერასილ კაჟაბაიევთან მარცხი განიცადა, რის გამოც ბრინჯაოსთვის პოლონელ რჟეგოჟ ტერესინსკის შეხვდება.
ამავე წონაში საბა ინანეიშვილმა ჯერ ფრანგ ტიემან დიაბის აჯობა, შემდეგ ყაზახ იერასილ კაჟაბაიევთან წააგო, მაგრამ რეპეშაჟში რუს დენის ბატჩაევს სძლია და მედლისთვის კიდევ ერთ რუსს, იბრაგიმ მარგიევს გაეჯიბრება.
დღესვე, 90 კგ წონით კატეგორიაში გამოვიდნენ აკაკი ჯაფარიძე და სოსო ებილაშვილი, მაგრამ ორივე უმედლოდ დარჩა.
ყაზახეთის გრანდ სლემზე საქართველოს აქტივში ერთი ბრინჯაოს მედალია, რომელიც ზაურ დვალაშვილმა (81 კგ) მოიპოვა.









