NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის პლეი-ოფის მომდევნო მატჩში გოგა ბითაძის "ორლანდომ" საკუთარ მოედანზე "ბოსტონს" უმასპინძლა და 98:107 დამარცხდა. ამ გამარჯვებით "ბოსტონმა" უპირატესობა განიმტკიცა და სერიაში 3:1 დაწინაურდა.
"ბოსტონის" მხრიდან საუკეთესო ჯეისონ ტატუმი გახდა, რომელმაც 37 ქულასთან ერთად 14 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, "ორლანდოს" მხრიდან კი, პაულო ბანკერო გახდა, რომელმაც 31 ქულა ჩააგდო.
სამწუხაროდ აღნიშნულ შეხვედრაში გოგა ბითაძეს თავის გამოჩენის საშუალება არ მისცემია, ქართველმა მთელი მატჩის განმავლობაში სათადარიგოთა შორის გაატარა.
გუნდებს შორის მომდევნო შეხვედრა 30 აპრილს გაიმართება და გამარჯვების შემთხვევაში "ბოსტონი" შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლებას მოიპოვებს.









