ფეხბურთი

1:21 | 24.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

5/0 - "ინტერმა" სეზონში დერბი ვერ მოიგო, იტალიის თასის ფინალში "მილანი" გავიდა (+VIDEO)

იტალიის თასის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში „მილანმა“ ნომინალური სტუმრის რანგში „ინტერი“ 3:0 გაანადგურა და ფინალში გავიდა.

ამ გუნდებს შორის პირველი მატჩი 1:1 დასრულებულიყო, შესაბამისად, ორი მატჩის ჯამში „როსონერიმ“ 4:1 გაიმარჯვა.

„ინტერის“ მიზანი ამ სეზონში ტრებლი იყო, ანუ, ყველაფრის მოგება, მაგრამ ერთი ტიტული უკვე დაკარგა - იტალიის თასს ნამდვილად ვერ მოიგებს. „მილანი“ პირველ ტაიმში ლუკა იოვიჩმა დააწინაურა. სერბი საუკეთესო იყო, მან მეორე ტაიმის სტარტზე დუბლიც შეასრულა, ხოლო მატჩის მიწურულს ტიჯანი რეინდერსმა მესამეც შეაგდო.

„ინტერი“, რომელიც ყველაფრის მოსაგებად იბრძოდა და მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი გამორჩეულია ევროპაში, სეზონს ისე ასრულებს, რომ „მილანი“ ერთხელ ვერ დაამარცხა. არადა, ამ სეზონში დერბი დელა მადონინა 5-ჯერ შედგა!

იტალიის თასზე 3:0, 1:1 „მილანის“ სასარგებლოდ, სერია A-ში, 2:1 და 1:1, ხოლო იტალიის სუპერთასზე - 3:2. „როსონერიმ“, რომელიც სერია A-ში მეცხრე ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგას 1/16-ფინალში გამოეთიშა, უამრავი პრობლემა ჰქონდა, მიმდინარე სეზონში დერბი არ წააგო - 3 მოგება, 2 ფრე.

სხვათა შორის, "ინტერმა" ბოლო ოთხ დღეში ზედიზედ მეორე მატჩი წააგო, მანამდე სერია A-ში "ბოლონიასთან" დამარცხდა (0:1).

„მილანს“ იტალიის თასი 2003 წლის შემდეგ არ მოუგია, შესაბამისად, ახლოსაა, 22-წლიანი პაუზის შემდეგ ეს ტიტული მოიგოს. ფინალი 14 მაისს, რომში შედგება. „მილანის“ მეტოქე „ბოლონია“ უნდა იყოს, რომელსაც „ემპოლისთან“ გასვლაზე პირველი მატჩი 3:0 აქვს მოგებული.

„ინტერი“ – „მილანი“ 0:3 (0:1)

გოლები: 0:1 იოვიჩი (36), 0:2 იოვიჩი (49), 0:3 რეინდერსი (85)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097984