NBA-ს მორიგი ტურის შეხვედრაში "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" საკუთარ მოედანზე "გოლდენ სტეიტს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 120:112 იმარჯვა.
40 წლის ლებრონ ჯეიმსმა ფენომენალური შეხვედრა ჩაატარა, ლეგენდარულმა კალათბურთელმა პარკეტზე 38 წუთი გაატარა, რა დროშიც 42 ქულა, 17 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება გააკეთა.
"ლეიკერსი" 30 მოგებითა და 19 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებს, ხოლო "გოლდენ სტეიტი" 25 გამარჯვებითა და 26 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზეა.