UFC 311-ზე მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის კატეგორიაში ტიტულის დასაცავად უმარ ნურმაგომედოვს დაუპირისპირდება. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ბრძოლა 18 იანვარს შედგება.
მერაბ დვალიშვილმა საჩემპიონო ქამარი სექტემბერში მოიპოვა. მას UFC-ში ბოლო 11 ბრძოლა მოგებული აქვს, ხოლო ნურმაგომედოვს MMA-ში წაუგებელი სერია გააჩნია (18:0).