ფეხბურთი

23:12 | 4.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულმა" ვან დეიკს ახალი კონტრაქტი შესთავაზა

„ლივერპულმა“ ვირჯილ ვან დეიკს ახალი კონტრაქტი შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაციას The athletic-ი ავრცელებს.

დეტალები უცნობია, მაგრამ ნიდერლანდელის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება და ინგლისურ კლუბს ფეხბურთელის შენარჩუნება სურს. ჯერჯერობით, ვან დაიკის პასუხი უცნობია.

მიმდინარე სეზონში ვირჯილ ვან დეიკმა 18 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.141188