კალათბურთი

0:38 | 27.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ევროლიგა ათენის "პანათინაიკოსმა" მოიგო (+VIDEO)

ევროლიგის 2023-2024 წლების სეზონის ჩემპიონი ათენის „პანათინაიკოსია“, რომელმაც ფინალში მადრიდის „რეალი“ 95:80 დაამარცხა.

პირველი პერიოდი ესპანელებმა 11 ქულით მოიგეს, მაგრამ ამის შემდეგ მათ „პანას“ შეჩერება ვერ მოახერხეს. ბერძნებმა შეხვედრის სამი პერიოდი უშეცდომოდ ჩაატარეს და დამსახურებულად იმარჯვეს.

საუკეთესო კოსტას სლუკასი იყო, რომელმაც 24 ქულა მიითვალა. გამორჩეულად ითამაშეს კენდრიკ ნუნმა (21 ქულა) და მათიას ლესორმა (17 ქულა, 6 მოხსნა). სწორედ მათი ლიდერობით ათენელებმა მოიგეს.

„პანათინაიკოსი“ ევროლიგის ჩემპიონი 2011 წლის შემდეგ პირველად, ისტორიაში კი მეშვიდედ გახდა.

მესამე ადგილი პირეოსის „ოლიმპიაკოსმა“ დაიკავა, რომელმაც სტამბოლის „ფენერბაჰჩეს“ დაძაბულ ბრძოლაში 87:84 აჯობა.

თეგებიევროლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120675