ავტოსპორტი

18:47 | 26.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფორმულა 1-ში მონაკოს გრან პრი მძიმე ავარიით დაიწყო (+VIDEO)

ფორმულა 1-ში მონაკოს გრან პრი მძიმე ავარიით დაიწყო. პირველივე წრეზე სერხიო პერესის ბოლიდი ნაწილებად დაიშალა.

ავარიაში ასევე ჩართული იყო „ჰაასის“ ორი ბოლიდი. პერესის მანქანა მას შემდეგ დაიშალა, რაც კევინ მაგნუსენის მანქანა დაეჯახა, ხოლო ავარიის შედეგად „ჰაასის“ მეორე პილოტი, ნიკო ჰულკენბერგიც გამოეთიშა რბოლას.

მიუხედავად იმისა, რომ ავარია ძალიან მძიმე იყო, სამივე პილოტი უვნებლად გადარჩა და ბოლიდიდან ამოსვლა მოახერხეს.

რბოლა დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში იყო შეწყვეტილი და შემდეგ პილოტებმა სტარტი თავიდან აიღეს.

თეგებიფორმულა 1
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117906